LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის გამორჩეული ადგილები ნოემბერში სამოგზაუროდ – „ბონ ვოიაჟი“

232
ევროპა1

მოგზაურობის მოყვარული ადამიანები ხშირად აღნიშნავენ,რომ შემოდგომაზე მოგზაურობას განსაკუთრებული ხიბლი აქვს,ნაკლებად დატვირთული პოპულარული სავიზიტო ადგილები,ფერადი და მყუდრო გარემო განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა და ამ დროს ვოიაჟის დაგეგმვას ბევრს ურჩევენ. თუკი თქვენც გსურთ ამ ყველაფრის თავად  გამოცდა „ბონ ვოიაჟის“ ფარგლებში ნოემბერში გასამგზავრებლად საუკეთესო ევროპის ქალაქებს წარმოგიდგენთ.

შოტლანდია-პერტშირი

წარმოუდგენლად ცვალებადი ფერები, ისტორიული შენობები, კასკადური ჩანჩქერები, პერტშირის აყვავებული ქალაქი პერტი,რომელიც ძველად ქვეყნის დედაქალაქი იყო ნამდვილ ზღაპრულ სცენებს გპირდებათ. ციხესიმაგრე,რომლის ნახვაც ამ საოცრების ნაწილია ქალაქის პოპულარულ ადგილებს შორისაა. ეწვიეთ ერმიტაჟს,რომელიც ტყის დაცული მონაკვეთია განლაგებული მდინარე ბრაანის ნაპირებზე. აქ იხილავთ დუგლასის ნაძვის ხეებს, ლინის ჩანჩქერს, წითელ ციყვებს, მდინარეზე მოხტუნავე ორაგულებს. ქალაქში, ზამთრის ფესტივალის სეზონი ნოემბრის დასაწყისში იწყება. გართობა აქ არ ჩერდება, პერტის შოკოლადის ფესტივალი, მყუდრო ბარები შემოდგომის ფერადი ხედებით, მუზეუმები და ევროპაში საუკეთესო საფეხმავლო ბილიკები ოქროსფერი შემოდგომის წიაღში,ქალაქს ნამდვილად აქცევს საუკეთესოს ნოემბერში სამოგზაუროდ.

 ჩეხეთი-ჩესკი კრილოვი

ზღაპრული ქალაქი ჩესკი კრუმლოვი სავსეა ტურისტებით, მაგრამ არა ნოემბერში. თუკი პრაღაში მოგზაურობას გეგმავთ ეს ქალაქი არ გამოგრჩეთ,განსაკუთრებით შემოდგომაზე. სხვა ქვეყნებთან შედარებით, ჩეხეთი ასევე ერთ-ერთი ყველაზე ბიუჯეტური ადგილია ამ პერიოდში სტუმრობისთვის. ჩესკი კრუმლოვის ციხე სიდიდით მეორე ციხე-კომპლექსია ქვეყანაში. სასტუმრო ციხის ხედით კი ძველ დროში გაგრძნობინებთ თავს. სეირნობა მდინარე ვლტავას ფერად სანაპიროზე კი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. აღმოაჩინეთ ბოჰემური ანტიკვარიატი რეგიონულ მუზეუმში, თოჯინების მუზეუმი,საათების ხიდი,ციხესიმაგრის ბაღი,ეს ის მცირე ჩამონათვალია,რომლის ხილვაც ამ პატარა და ჯადოსნურ ქალაქში შეგიძლიათ,რომელსაც ტყუილად არ უწოდებენ ბოჰემური ტყის მარგალიტს და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შესული.

საფრანგეთი-დიჟონი

ბურგუნდიის რეგიონის დედაქალაქი ნოემბერში საფრანგეთის ყველაზე გემრიელი ადგილია,რადგან აქ სწორედ ამ დროს იმართება საერთაშორისო გასტრონომიული ფესტივალი. ღონისძიება გრძელდება 15 დღის განმავლობაში და თუკი გურმანი ბრძანდებით საოცარი კერძებისა და დესერტების მრავალფეროვანი არჩევანი გელით. გარდა გემრიელობებისა,ქალაქი რომანტიკული გარემოთი და სანახაობებითაც აგავსებთ. საინტერესო მუზეუმები,მყუდრო ფრანგული კაფეები, Cote de Nuits-ის ვენახებს, სადაც დატკბებით პინო ნუარით,ნოემბრის მოგზაურობას დაუვიწყარს გახდის. მხედველობიდან არ გამოგრჩებათ ბურგუნდიის ჰერცოგების დიდებული სასახლე, რომელიც ახლა მერიის შენობაა.

გერმანია-ბადენ ბადენი

ეს მოდური, მე-19 საუკუნის სპა ქალაქი მდებარეობს ზღაპრული შავი ტყის რეგიონში. გერმანია, მთლიანობაში, ერთ-ერთი საუკეთესო ევროპული ქვეყანაა ნოემბერში მოსანახულებლად. სათავგადასავლო ლაშქრობები და ბადენ-ბადენის თერმული აბანოები გაახალგაზრდავებისთვის აქაურობის მთავარი ხიბლია. ამბობენ, რომ წყლის მინერალები საოცრებებს ახდენს. აღფრთოვანდით იმპერიული სააღდგომო კვერცხებისა და ცქრიალა სამკაულების კოლექციებით ფაბერჟეს მუზეუმში, რომელიც ეძღვნება კარლ ფაბერჟეს ნამუშევრებს. ინახულეთ კომპოზიტორ ბრამსის სახლი, რომაული აბანოს ნანგრევები და სახელმწიფო სამხატვრო გალერეა.მოკლედ მოგზაურები აღიარებენ,რომ ევროპაში ამ სეზონზე ბადენ-ბადენი ერთ ერთი საუკეთესო მიმართულებაა.

ესტონეთი-ტალინი

საშობაო სულის ადრეულად შეგრძნება თუ გსურთ მაშინ ტალინი თქვენთვისაა. კონტინენტის ერთ-ერთი ულამაზესი საშობაო ბაზრობა ნოემბრის შუა რიცხვებში იხსნება. ცოცხალი ირმები, ატრაქციონები და კულტურული შოუების მთელი კასკადი სწორედ აქ იყრის თავს. ნოემბერშივე იმართება სხვა ძალიან საინტერესო ღონისძიებები,მათ შორის ტალინის კომედიის ფესტივალი და ტალინის რესტორნის კვირეული.ფერადი ქუჩებისა და შენობების,საკრუიზო მოგზაურობისა და ფესტივალების გარდა აქ ისტორიულ და საინტერესო სანახაობებსაც ბევრს ნახავთ.

მონაკო-მონტე კარლო

სასიამოვნო ტემპერატურა და ფესტივალების მრავალფეროვნება. ზღაპრული მონტე-კარლო ნოემბერში ორივეს ერთდროულად გვთავაზობს. გასტრონომიის ბაზრობა,მუსიკალური ფესტივალები აქ მრავალ თავშესაქცევს იპოვით. თუ რარიტეტული ავტომობილები გიტაცებთ, ნუ დაიზარებთ მონაკოს ავტომობილების მუზეუმის მონახულებას. რენიე III-მ, ავტომობილების დიდმა მოყვარულმა, აქ ასზე მეტ უიშვიათეს ეგზემპლარს მოუყარა თავი. ეწვიეთ ღირსშესანიშნავ ოკეანოგრაფიის მუზეუმს, რომელიც კლდეზეა აღმართული და იქიდან საოცარი ხმელთაშუა ზღვის ხედი იშლება. წმინდა ნიკოლოზის ტაძარი,მონაკოს პრინცის სასახლე, მონაკოს ისტორიული რაიონის ლე როშეს მიხვეულ-მოხვეული ქუჩებში სეირნობა ნოემბრის თვეში დაუვიწყარი დასვენების გარანტიაა. ბუნებრივია, კაზინო დე მონტე-კარლოს გლამურული გარემო მონაკოს სავიზიტო ბარათია,სადაც უბრალოდ მოსანახულებლადაც შეგიძლიათ მისვლა.

ბრიტანეთი-კორნუელო

ნოემბერში დიდ ბრიტანეთში მოსანახულებელი ადგილების თვალსაზრისით, კორნუოლის უძველესი კელტური სამეფო ერთ-ერთი საუკეთესო დანიშნულებაა. ფერადი გარემოსა და მისტიკური შენობების გარდა აქ უამრავ გასართობს იპოვით. ველოტური, პორტ ისააკის სანაპიროზე სეირნობა, ლაშქრობები საოცარი ხედებით და ქვეყნის საუკეთესო კულინარიული ფესტივალები ამ სეზონის გამორჩეული მახასიათებელია კორნუოლში. ასევე, მუზეუმებისა და გალერეების მოყვარულებისთვის აქ მრავალი საინტერესო ადგილია.