საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას შეხვდა. ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის განცხადებით, შეხვედრაზე ერთმანეთს, ვიზიტებისას მიღებული გზავნილები გააცნეს.
როგორც თინა ბოკუჩავა აცხადებს, „დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს“.
„პრეზიდენტი ევროპაში იმყოფებოდა, მეც ვიყავი ბრიუსელში, ევროპის სახალხო პარტიის ასამბლეაზე, შემდეგ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე დუბლინში. გავცვალეთ ჩვენი ვიზიტების დროს მიღებული გზავნილები, ევროპელებისგან, რომლებიც ადასტურებენ როგორც პრეზიდენტთან, ისე ჩვენთან, რომ ევროპის კარი არის ღია. დღეს ერთადერთ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის პროცესში ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ხელისუფლება წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს საბოტირებს. ვისაუბრეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოქალაქეების თავისუფალი არჩევანი დავიცვათ საერთო ძალისხმევით დავიცვათ. ეს არჩევანი არის რეფერენდუმი“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.