LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის კარი ღიაა და კარებში გაჩხერილი გვყავს ბიძინა ივანიშვილი“ – სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციიდან ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობით გადაინაცვლეს

158
Untitled design (5)

მთავრობის ადმინისტრაციასთან გამართული სოლიდარობის აქციის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე მსვლელობით გადაინაცვლეს.

„მიშას სიცოცხლისთვის“ – ამ წუთებში სოლიდარობის აქცია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, მშვიდობის ხიდზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან და შეკვეთილში იმართება

აქციის ორგანიზატორის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, „2023 წელი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების წელი რუს ოლიგარქზე“.

„ჩვენ გვინდა ევროპასა და ევროკავშირში, ამაში ხელს გვიშლის რუსი ოლიგარქი. ევროპის კარი ღიაა ჩვენთვის და კარებში გაჩხერილი გვყავს ბიძინა ივანიშვილი, ამიტომ, უნდა იცოდეს, რომ 2023 წელს ქართველი ხალხი არ შეეგუება, რომ მის პირად ინტერესებს გადაჰყვეს ჩვენი შვილების მომავალი.

გავაგებინებთ, თუ არ გაიგებს გავაგებინებთ. მნიშვნელოვანია მობილიზება, მოქმედება, მოძრაობა. ჩვენ წელს უნდა დავამარცხოთ რუსი ოლიგარქი და მისი რეჟიმი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან იმყოფებიან და სკანდირებენ: „წადი, წადი“, „საქართველო ივანიშვილის გარეშე“, „თავისუფლება მიშას“.

შეგახსენებთ, მანამდე სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე პროექტორით გამოსახეს ილუსტრაცია – მიხეილ სააკაშვილი პატიმრობამდე და მიხეილ სააკაშვილი ახლა.

გიორგი სააკაშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან: „ჩემი ძმა იმყოფება პუტინის ტყვეობაში.. მე, როგორც ოჯახის წევრი, ვიქნები ყველგან, სადაც ჩემი ძმის მხარდაჭერა იქნება“

პოპულარულები