LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის კურორტებზე ტელეფონების კონტროლს დაიწყებენ, რათა ტურისტების ნაკადები გააკონტროლონ

124
Capture

მალიორკის ერთ-ერთ პლაჟზე ზაფხულიდან ტურისტების მობილური ტელეფონების კონტროლს დაიწყებენ. ამ გზით კურორტის ხელისუფლებას სურს, რომ დამსვენებელთა შემოდინება საზღვრებში მოაქციოს, წერს გამოცემა Majorca Daily Bulletin.

ბალიარის კუნძულების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ სჭირდებათ რეალური მონაცემები, რომელიც პლაჟების გადატვირთულობის ასახავს. მომავალში ამ ინფორმაციას გამოიყენებენ, რომ ტრანსპორტის გადაადგილება დაარეგულირონ და პიკი საათებში გარკვეული შეზღუდვები დააწესონ.

პროექტს დასაწყისისთვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პლაჟზე დატესტავენ. ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება, თუ რომელ ტექნოლოგიას გამოიყენებენ სტუმრების ტელეფონების აღმოსაჩენად და მათი რაოდენობის დასათვლელად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები