LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნები, სადაც ქართველები ლეგალურად დასაქმდებიან

334
38

საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ევროკავშირის იმ ქვეყნებს შორის, რომლებთანაც ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს, არის საფრანგეთი, პოლონეთი და გერმანია.

გარდა ამისა, დროებითი შრომითი მიგრაციის ხელშეწყობის მიზნით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ისრაელთანაც.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, პარტნიორ სახელმწიფოებთან მიგრაციის საკითხზე მუშაობა, ხელს შეუწყობს მუშახელის კვალიფიკაციის განვითარებას, მათ გადამზადებას, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების უფლებების დაცვასა და ასევე არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.

უწყების განმარტებითვე, საქართველოს მთავრობა საზღვარგარეთ ჩვენი მოქალაქეების ლეგალურ დასაქმებას ერთერთ პრიორიტეტულ საკითხად მიიჩნევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g