LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის ქვეყნებში „შესვლა-გასვლის“ ახალი სისტემა დაინერგება

109
ევროპის ქვეყნებში „შესვლა-გასვლის“ ახალი სისტემა დაინერგება

ესტონეთი გახდება პირველი ქვეყანა ევროპაში, რომელიც ევროკავშირში მოხვედრის ახალი სისტემის (Entry-Exit System – EES) საჰაერო, საზღვაო თუ სახმელეთო საზღვრებზე დანერგვისთვის 12 ოქტომბრიდან სრულად მზად იქნება. სიახლის შესახებ The Independent იუწყება.

EES არის საზღვრის კვეთის ციფრული სისტემა, რომელიც მოითხოვს „მესამე ქვეყნის მოქალაქეებისგან“, მათ შორის ბრიტანეთის პასპორტის მფლობელებისგან, შენგენის ტერიტორიაზე პირველი შესვლისას ბიომეტრიული მონაცემების, მათ შორის თითის ანაბეჭდების რეგისტრაციას.

სისტემის საწყის ეტაპზე მოგზაურებს ციფრულ რეგისტრაციასთან ერთად ტრადიციული პასპორტ კონტროლის გავლაც მოუწევთ.

ესტონეთის შემდეგ მზაობა გამოაცხადა კიდევ ორმა ქვეყანამ – გერმანიამ და ლუქსემბურგმა.

ციფრული სისტემა EES შეაგროვებს შენგენის ზონაში შესული ყველა უცხოელი მოქალაქის ბიომეტრიულ მონაცემებს და პასპორტებში შტამპების გამოყენების აუცილებლობაც გაქრება.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნები EES-ზე მთლიანად გადასვლას 2026 წლის აპრილამდე გეგმავენ, თუმცა ამ ეტაპზე ესტონეთი, გერმანია და ლუქსემბურგი ტექნიკურად უკვე მზად არიან სისტემის გასააქტიურებლად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები