LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რიგ ქვეყნებში “ინდური” შტამი ბრიტანულს ანაცვლებს, მოსალოდნელია, თანდათან იგივე მოხდეს საქართველოშიც: გამყრელიძე

227
გამყრელიძე-ამირან

კორონავირუსის ახალი ვარიანტი, ე.წ “დელტა” შტამი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად ვრცელდება და მრავალ ქვეყანაში დომინანტი ხდება.

ვირუსის მუტირებული ვარიანტი დადასტურებულია საქართველოშიც. ამის შესახებ დღეს კიდევ ერთხელ ისაუბრა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში დადასტურებულია “დელტა” შტამის 20 ფაქტი და თითოეული მათგანი იმპორტირებული შემთხვევაა.

გამყრელიძე ყურადღებას კიდევ ერთხელ ამახვილებს პრევენციული ზომების დაცვაზე და აღნიშნავს, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში “ინდური” შტამი ბრიტანულ ვარიანტს ანაცვლებს და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ეს მოსალოდნელია საქართველოშიც:

“რა ინფორმაციაც მაქვს, ქვეყანაში დადასტურებულია “დელტა” შტამის 20 შემთხვევა, ყველა მათგანი იყო იმპორტირებული შემთხვევა. “დელტა” შტამის ცირკულაცია თანდათან იზრდება, სადღაც 10-დან 20 პროცენტამდე მერყეობს უკვე მისი ცირკულაცია. ევროპის რიგ ქვეყნებში ის ანაცვლებს ბრიტანულ შტამს, მოსალოდნელია, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თანდათან ეს მოხდეს აქაც. ამიტომ, დასაცავია შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები.” – თქვა გამყრელიძემ.

მან ვირუსის მეოთხე ტალღაზეც გაამახვილა ყურადღება და  განაცხადა, რომ მეოთხე ტალღაზე საუბარი სერიოზულია, მაგრამ ქვეყნების უმრავლესობა ფიქრობს, რომ სხვა ტალღებისგან განსხვავებით, ის გაცილებით მსუბუქი იქნება.

აშშ-სთვის და მთელი მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე “დელტა” შტამია: ფაუჩი

„ახალი შემთხვევების 70% ინდური შტამია, ინფიცირებულთა ნახევარი ბავშვია, ხოლო მესამედი აცრილი იყო“ – 20 აპრილის შემდეგ, ისრაელში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა

“დელტა” ვარიანტის გავრცელების გამო, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში შეზღუდვები აღადგინეს

magti 5g