LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპის რომელ ქალაქშია ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი ტუალეტი?

157
sung-jin-cho-F1fJ9siIzS4-unsplas

ევროპის მასშტაბით ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი ტუალეტი რიგაშია. ასეთ დასკვნამდე ბრიტანული კომპანიის Showers to you-ს ექსპერტები მივიდნენ.

სპეციალისტებმა სხვადასხვა ევროპულ ქალაქში მდებარე საზოგადოებრივი საჭირო ოთახების 8 ათასზე მეტი გამოხმაურება შეისწავლეს, ნეგატიური და პოზიტიური კომენტარების რაოდენობა ერთმანეთს შეადარეს.

ლატვიის დედაქალაქმა უარყოფით რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა და სისუფთავის რეიტინგში 10-დან მხოლოდ 3,44 ქულა დააგროვა. ამ ქალაქში მდებარე ტუალეტების შესახებ ყოველი მეხუთე კომენტარი მკვეთრად უარყოფითია.

ანტი-რეიტინგის მეორე ადგილი მადრიდს (ესპანეთი) ხვდა წილად, მესამე პოზიციაზე კი – ვალეტა (მალტა) გავიდა.

საუკეთესოდ ბუქარესტის ტუალეტი აღიარეს – საჭირო ოთახები იქ 8,7 ქულით შეფასდა.

ევროპული ქალაქები ყველაზე ცუდი საზოგადოებრივი ტუალეტებით:

1. რიგა (ლატვია)
2. მადრიდი (ესპანეთი)
3. ვალეტა (მალტა)
4. სტოკჰოლმი (შვედეთი)
5. ვარშავა (პოლონეთი)
6. ვენა (ავსტრია)
7. ლისაბონი (პორტუგალია)
8. პრაღა (ჩეხეთი)
9. ბრატისლავა (სლოვაკეთი)
10. რომი (იტალია)

საინტერესო რეიტინგი ტუალეტების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეადგინეს, ამ დღეს კი მსოფლიო 19 ნოემბერს აღნიშნავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები