“საპარტნიორო ფონდი” “ევროპის საინვესტიციო ბანკს“ ( EIB) „ჯინო გრინ სითის“ პროექტში ჩართვას სთავაზობს.“საპარტნიორო ფონდი” “ევროპის საინვესტიციო ბანკს“ ( EIB) „ჯინო გრინ სითის“ პროექტში ჩართვას სთავაზობს.
როგორც ”ფორტუნას” ”საპარტნიორო ფონდიდან” აცნობეს, პროექტზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ და EIB-ის ვიცე-პრეზიდენტმა შეხვედრაზე ისაუბრეს. ამავე შეხვედრაზე დავით საგანელიძემ ევროპულ ბანკს „საპარტნიორო ფონდის“ სტრატეგია და მუშაობის ძირითადი პრინციპები გააცნო.
მხარეებმა განიხილეს თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოქალაქის მშენებლობის საკითხი, რაც გულისხმობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, სასტუმროს, დასასვენებელი კომპლექსის, სკოლის, საბავშვო ბაღის, სამედიცინო ცენტრისა და სხვადასხვა რეკრეაციული ზონის განთავსებას. მხარეებმა ასევე, მიმოიხილეს მიმდინარე და სამომავლო პროექტები. „საპარტნიორო ფონდის” წარმომადგენლებმა და ”ევროპის საინვესტიციო ბანკის” ვიცე-პრეზიდენტმა ვაზილ ჰუდაკმა გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის კონკრეტული ამოცანებიც დასახეს.
შეგახსენებთ, 2017 წლის ივლისში, ევროპის საინვესტიციო ბანკმა საქართველოსთან სამ ფინანსურ შეთანხმებას მოაწერა ხელი:
1. ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) მიერ საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის ფარგლებში 250 მლნ ევროს დაფინანსების გამოყოფა;
2. ვარდნილის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის დამატებით 3.5 მლნ ევროთი დაფინანსება;
3. ბათუმის საქალაქო სატრანსპორტო პარკის 10 ელექტრო და 20 დიზელზე მომუშავე ავტობუსით შევსების ფინანსური შეთანხმებები.
2017 წელს 10 წელი სრულდება, რაც EIB-მა თავისი საქმიანობა საქართველოშიდაიწყო. სლოვაკეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ვაზილ ჰუდაკი EIB-შიხელმძღვანელ თანამდებობაზე 2016 წლის ოქტომბერში დაინიშნა.