LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპის სახალხო პარტია“: მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა, ქვეყანაში პოლარიზაციას ზრდის

93
ევროპის სახალხო პარტია

„ევროპის სახალხო პარტია“ განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ 2 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოიწვია.

როგორც მათივე განცხადებაშია ნათქვამი, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ანგარიშებში ხაზი გაუსვეს დემოკრატიული სტანდარტების შემცირებას, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობას, არათანაბარ პირობებს, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, დარღვევებსა და სიძულვილის ენას.

„გარდა ამისა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის დაძაბულობას და პოლიტიკურ პოლარიზაციას ქვეყანაში. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა გააკეთეს შეუწყნარებელი და პროვოკაციული განცხადებები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს პოლიტიკურად მოტივირებულ სასამართლოს საქართველოში, რაც ღრმად გვაშფოთებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

EPP მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა.

„ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც გადაწყდება დიდი ქალაქების ბედი. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებით და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რაც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმების პროცესს“, – წერს პარტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g