რა თქმა უნდა, სამოგზაუროდ პირველ რიგში უცხო ქვეყნის გასაცნობად და ახალი შთაბეჭდილებების შესაძენად მივემგზავრებით, მაგრამ არც გარდერობის განახლება გვაწყენდა ევროპის უმსხვილეს აუთლეტებში.
მარტივი შოპინგის რამდენიმე წესი:
აუთლეტები მეტწილად ქალაქგარეთაა მოწყობილია, ამიტომ ყოველთვის არ გამოგადგებათ ქალაქში მოძრავი ტრანსპორტი. უკეთესია ისარგებლოთ ტაქსით, რომელიც საშუალოდ 50 ევრო დაგიჯდებათ.
თუ გარდერობის სრულად განახლება გსურთ, აუცილებლად ისარგებლეთ აუთლეტის კონსულტანტების რჩევით და მომსახურებით.
არ მოგერიდოთ VIP-ბარათის და შენაძენზე დამატებითი საჩუქრის მოთხოვნა. მსხვილ აუთლეტებში ამგვარი ბონუსები სეზონური ფასდაკლების აუცილებელი პირობაა.
იტალია
Fidenza Village (Via S. Michele Campagna, 43036 Chiusa Ferranda, Fidenza PR) – უზარმაზარ აუთლეტში, სადაც 100-ზე მეტი ბრენდია თავმოყრილი Michael Kors-ის Paul Smith-ის Versace-ს და D&G-ს ჩათვლით, Sale-ის პერიოდში სულ რაღაც 5-10 ევროდ შეიძლება ბრენდული მოდელების შეძენა.
Serravalle Designer Outlet (Via della Moda 1, Serravalle Scrivia, AL) – აუთლეტების მოყვარულთა ნამდვილ სამოთხეში 160-ზე მეტი ბუტიკია, რომელთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. უმჯობესია გაეცნოთ აუთლეტის რუქას, რადგან ყველა ბუტიკის სტუმრობისთვის რამდენიმე დღეც არ გეყოფათ. სხვათაშორის, ყველა ბუტიკს ე.წ. „ფასდაკლების დახლი“ აქვს, სადაც 80-90%-იანი შეღავეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ.
Noventa Di Piave Designer Outlet (Via Marco Polo 1, 30020 Noventa di Piave, Venezia, Italy) – აუთლეტი, სადაც უამრავი ცნობილი ბრენდი, მათ შორის Prada, Armani, Burberry-ია წარმოდგენილი, თავისი შადრევნებითა და მოზაიკით ვენეციის მთავარ ღირსშესანიშნაობებსაც თავისუფლად გაუწევს კონკურენციას.
Castel Romano Designer Outlet (Via del Ponte di Piscina Cupa, 64, 00128 Castel Romano RM) – რომაელების საყვარელ აუთლეტში, რომელიც ქალაქიდან სულ რამდენიმე კილომეტრშია, 230-ზე მეტი ბრენდი, მათ შორის ყველა პრემიუმ-მარკაა თავმოყრილი.
Valmontone Outlet Village (Via della Pace, Località Pascolaro, 00038 Valmontone) – კიდევ ერთი აუთლეტის სტუმრობა, რომელიც რომთან ახლოს, სოფელ ვალმონტონეშია გახსნილი, ნებისმიერ სეზონზე შგიძლიათ, რადგან ფასდაკლება აქ მთელი წელი გრძელდება.
ესპანეთი
La Roca Village (s/n, 08430 Santa Agnès de Malanyanes, Barcelona) – ბარსელონას უმსხვილეს აუთლეტში, რომელიც მხოლოდ უქმეებზე მუშაობს და 90-ზე მეტ ცნობილ და ახალგაზრდა დიზაინერის ბრენდს წარმოადგენს, ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 40 წუთში მიხვალთ ავტომობილით.
Las Rozas Village (Las Rozas Village, C/ Juan Ramón Jiménez 3, 28232 Las Rozas) – აუთლეტში, რომელიც ბრენდების ფართო არჩევანთან ერთად უმაღლესი ხარისხის მომსახურებას და საუკეთესო რესტორნებს შემოგთავაზებთ, მადრიდის ცენტრიდან ავტობუსით Shopping Express შეგიძლიათ მისვლა. სხვათა შორის, თუ ავტობუსის ბილეთს შეინახავთ, აუცილებლად მიიღებთ საჩუქარს ან დამატებით ფასდაკლებას.
დიდი ბრიტანეთი
Bicester Village (50 Pingle Dr, Bicester OX26 6WD) – მსხვილი აუთლეტი ლონდონის გარეუბანში140 ბუტიკს აერთიანებს, სადაც ჩვეულებრივ მაღაზიებთან შედარებით, ფასები 50%-ით ნაკლებია. სხვათა შორის, აუთლეტს ხშირად სტუმრობენ ცნობილი ბრიტანელი მსახიობები და სამეფო ოჯახის წარმომადგენლები.
East Midlands Designer Outlet (Mansfield Road, South Normanton DE55 2JW) – აუთლეტი ნოტინგემის ცენტრში ბრიტანული მწარმოებლების შედარებით ხელმისაწვდომი პროდუქციით გაგახარეთ.
Cheshire Oaks (Kinsey Rd, Wirral CH65 9JJ) – გაერთიანებული სამეფოს უმსხვილესი აუთლეტი, რომელიც ლივერპულთან ახლოს მდებარეობს, ძირითადად ბრიტანული ბრენდების (Burberry, Fred Perry, Ted Baker) მოდელებს თავაზობს მოდის მოყვარულებს.
გერმანია
Outletcity Metzingen (адрес: Reutlinger Str 63, Metzingen) – მართალია, გერმანელების საყვარელი აუთლეტი იტალიურთან შედარებით ბევრად მცირე ზომისაა, მაგრამ ის Hugo Boss-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია და მოდელებსაც, მათ შორის უახლეს კოლექციებს პირდაპირ ბრენდის ფაბრიკებიდან იღებს.
Designer Outlet Berlin (Designer Outlet Berlin, Alter Spandauer Weg, Wustermark) –აუთლეტში, რომელიც ყველაზე ახლოსაა ბერლინთან, 120 ბრენდის ტანსაცმლის, საიუველირო ნაწარმის და აქსესუარების შეძენა შეიძლება 70%-იანი ფასდაკლებით.
Wertheim Village (Wertheim Village, Almosenberg, 97877, Wertheim) – პრემიუმ კლასის აუთლეტში სპორტული ტანსაცმლის საუკეთესო მოდელებს შემოგთავაზებენ. ყურადღება მიაქციეთ Villeroy & Boch, სადაც საკმაოდ ხელსაყრელ ფასად შეიძენთ საუკეთესო ბრენდების ფაიფურის ნაწარმი.
Designer Outlet Neumunster (Designer Outlet Neumünster, Oderstraße 10, 24539 Neumünster) – აუთლეტი განსაკუთრებული პოპულარობით იტალიელებსა და ბრიტანელებს შორის სარგებლობს, რომლებიც ყოველთვის ცნობილი ბრენდების Gucci-ის Escada-ის და Baldinini-ს სიახლეებზე „ნადირობენ“. გულდაწყვეტილი არ დარჩებიან არც დენიმის და სპორტული ტანსაცმლის მოყვარულები, რომლებიც სასურველ მოდელს 80%-იანი ფასდაკლებით შეიძენენ.
საფრანგეთი
La Vallee Village (адрес: Cours de la Garonne, 77700 Serris) – უზარმაზარ აუთლეტში, რომელსაც ყველა „თავმოყვარე შოპაგოლიკი“ იცნობს, 130 ბუტია გაერთიანებული და ყველა ცნობილი ბრენდის კოლექციის შეძენა შეიძლება.
McArthurGlen Troyes (адрес: McArthurGlen Troyes, Voie du Bois, 10150 Pont-Sainte-Marie) – მართალია, აუთლეტში 250 ბუტიკია თავმოყრილი, მაგრამ უმაღლესი დონის სერვისის წყალობით მთელი დღის ფუსფუსითაც არ დაიღლებით. თავად ფრანგები აუთლეტს საუკეთესოდ მიიჩნევენ და ხშირად სტუმრობენ საზაფხულო ფასდაკლებაზე.
Marques Avenue Troyes (адрес: 114 Boulevard de Dijon, 10800 Saint-Julien-les-Villas) – პარიზთან ახლოს მდებარე აუთლეტში ახალგაზრდა დიზაინერების მოდელებთან ერთად ყოველთვის თავისუფლად შეიძენთ საუკეთესო ღვინოს შამპანის პროვინციიდან.
ფინეთი
Warehouse Ruohalahti (Helsinki, Itämerenkatu 21, 1) – აუთლეტი, რომელიც ჰელსინკის სავაჭრო ცენტრშია მოთავსებული, უამრავი ევროპული ბრენდია წარმოდგენილია.
STOCKMANN (Vantaa, Valimotie, 11) – ფინელების საყვარელ აუთლეტში, რომელსაც ევროპელებიც ხშირად სტუმრობენ, ფინური ბრენდების ნაწარმია წარმოდგენილი, რომელთა შეძენა 80%-იანი ფასდაკლებით შეიძლება.