ევროპის საუკეთესო ავიაკომპანია Turkish Airlines გახდა. World Travel Awards-მა, რომელსაც ტურისტულ ოსკარსაც კი უწოდებენ, 2017 წლის საუკეთესო ავიაგადამზიდები გამოავლინა. თურქულმა კომპანიამ საუკეთესოს ტიტული ისტორიაში პირველად მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ევროპაში საუკეთესო უკანასკნელი 6 წლის განმავლობაში Lufthansa ხდებოდა ხოლმე. Lufthansa პრიზის გარეშე არც წელს დარჩენილა და ჯილდო საუკეთესო პირველი კლასისთვის მიიღო. ხოლო, რაც შეეხება საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაგადამზიდს, 2017 წელს პირველობა Norwegian-ს ერგო.
საინტერესოა, რომ World Travel Awards-ის ექსპერტების აზრით, ევროპაში საუკეთესო აეროპორტი ციურიხში მდებარეობს.