LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპროდუქტი – ევროპული ხარისხი ერთ სივრცეში

380
ევროპროდუქტი

ევროპროდუქტის პირველი მაღაზია თბილისში 8 წლის წინ გაიხსნა, დედაქალაქს მალევე გასცდა და საქართველოს ყველა რეგიონი მოიცვა. დღეს ევროპროდუქტი პრემიუმ ბრენდების ყველაზე დიდი მაღაზიათა ქსელია საქართველოში და ყველაზე კომფორტული ადგილი მათთვის, ვინც ხარისხიან და ჯანსაღ საკვებს აფასებს.

სინამდვილეში ევროპროდუქტის ისტორია ბევრად ადრე, 18 წლის წინ დაიწყო. თავიდან მისი საქმიანობა მხოლოდ ევროპული ბრენდების პროდუქციის იმპორტითა და მათი მაღაზიათა ქსელებში დისტრიბუციით შემოიფარგლებოდა. მას შემდეგ კი, რაც პროდუქტების რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზარდა, კომპანიამ გადაწყვიტა, მათთვის თავი ერთ სივრცეში მოეყარა. ასე გაერთიანდა სხვადასხვა მარკეტებში გაბნეული პრემიუმ ბრენდები ევროპროდუქტის მაღაზიაში, სადაც მომხმარებელს დღემდე ყველაზე  მეტი ჯანსაღი და ხარისხიანი საკვების არჩევანი აქვს.

 

ევროპული კვების სტანდარტი

ევროპროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი კვების სტანდარტის შექმნაა, რაც ჯანსაღი კვების პოპულარიზაციასა და, ამავე დროს, ხარისხიან საკვებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას გულისხმობს. მართლაც, ქართულ ბაზარზე ერთ დროს მწირად წარმოდგენილი ევროპული პრემიუმ პროდუქცია დღეს გაცილებით მრავალფეროვანია, რაშიც დიდი წვლილი სწორედ ევროპროდუქტს მიუძღვის.

ორგანული, ულაქტოზო, უგლუტენო, უშაქრო, ვეგანური – ამ ტიპის პროდუქციის მრავალფეროვნება ევროპროდუქტის კიდევ ერთი მთავარი უპირატესობაა. სწორედ ამიტომ, მისი მომხმარებლები ხშირად არიან მშობლები, რომლებიც განსაკუთრებული სიფრთხილით არჩევენ პროდუქტებს მცირეწლოვანი შვილებისათვის. ის ყველაზე კომფორტული ადგილია მათთვისაც, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემებისა თუ სხვადასხვა ნივთიერებების აუტანლობის გამო, სპეციფიკური კვება სჭირდებათ.

 

ევროპული ბრენდების 2000-მდე სახეობის პროდუქცია

 „არლას“, „ლურპაკის“, „ვალიოს“, „ფრიკოს“, „ელპოზოს“, „დილმას“, Ritter Sport-ის, Anthon Berg-ის, Mozart Reber-ისა და მსოფლიოში წამყვანი სხვა ათეულობით ბრენდის პროდუქცია ევროპროდუქტმა ფართო საზოგადოებისთვის პირველმა გახადა ხელმისაწვდომი. მწარმოებლებთან კომპანია, უმეტესად, უშუალო თანამშრომლობას ამყარებს და მათ პროდუქციას პირდაპირ საწარმოებიდან იღებს. ამასთან ერთად, ბრენდებთან პარტნიორობა მხოლოდ შესყიდვითა და იმპორტით არ შემოიფარგლება, ის გამოცდილების გაცვლაზეა დაფუძნებული. ბრენდების წარმომადგენლობა ევროპროდუქტს მუდმივად უწევს კონსულტაციას ლოჯისტიკისა თუ პროდუქტების შენახვა-დასაწყობების ევროპულ სტანდარტებზე, რათა პროდუქტები საუკეთესო მდგომარეობაში მივიდეს მომხმარებლამდე.

ევროპროდუქტში ხელმისაწვდომ ბრენდებსა და მათ პროდუქციაზე უფრო დეტალურადაც მოგიყვებით, გაგაცნობთ იმ მიზეზებსაც, რის გამოც მათი ნაწარმი მომხმარებელთა სიყვარულსა და ნდობას მრავალი წელია არ კარგავს. მანამდე კი, პრემიუმ პროდუქციის სრულად სანახავად მოიძიეთ თქვენს სახლთან მდებარე ევროპროდუქტის უახლოესი მარკეტი ან დაათვალიერეთ პროდუქტების ონლაინ მაღაზია.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g