LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული გრანდები საქართველოში იკრიბებიან

141

9-14 ნოემბერს საქართველოში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი გაიმართება. ჩვენს ქვეყანას ისეთი გუნდები ეწვევიან, როგორებიც არიან ჰოლანდია, საფრანგეთი და ესპანეთი.

ამ საკითხზე ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა და პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ პრესკონფერენცია გამართეს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებმა აღნიშნული ტურნირის მნიშვნელობასა და საქართველოში 2017 წელს ჩასატარებელი 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის შესახებ ისაუბრეს.

დავით მუჯირი: „მოგეხსენებათ, 2017 წელს ჩვენი ქვეყანა ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს უმასპინძლებს, რომელიც 2-დან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება. რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელ პერიოდს, 9-14 ნოემბერს თბილისსა და გორში საერთაშორისო ოთხთა ტურნირი გაიმართება, რომლის ფარგლებში საქართველოს ესპანეთის, საფრანგეთისა და ჰოლანდიის ნაკრებები ესტუმრებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ აღნიშნულ ტურნირზე ძლიერი გუნდები ჩამოსულიყვნენ, რადგან ფინალურ ეტაპზე ჩვენთან ერთად 7 უძლიერესი ევროპული ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. მოლაპარაკებების შედეგად კი, შეთანხმებას მივაღწიეთ სამ ძლიერ ნაკრებთან, რომლებიც ელიტარულ გუნდებად ითვლებიან არა მხოლოდ 19-წლამდელებში არამედ ეროვნულ ნაკრებთა დონეზეც.ასევე მოხარული ვარ, გაცნობოთ, რომ საერთაშორისო ოთხთა ტურნირზე დაწესდება ორი ინდივიდუალური პრიზი, დავით ყიფიანის სახელობის პრიზი ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა, ხოლო საუკეთესო ბომბარდირს რამაზ შენგელიას სახელობის პრიზს გადავცემთ. წარმატებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს ფინალურ ეტაპზე და მსურს, რომ ეს მოსამზადებელი ტურნირიც მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოვიყენოთ.“

კახა ჭუმბურიძე: „აღსანიშნავია, რომ ასეთი ღონისძიებებით განებივრებული არ ვიყავით. ეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ტურნირია და მას განვიხილავთ, როგორც ერთ-ერთ მოსამზადებელ ეტაპს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატისთვის. ტურნირის მონაწილე გუნდებს არ სჭირდებათ წარდგენა, ყველას კარგად მოგვეხსენება თუ რა სიძლიერის ნაკრებები ჰყავთ ამ ქვეყნებს სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მწვრთნელებს ეძლევათ კარგი საშუალება, შეაფასონ ფეხბურთელები. ჩვენი ნაკრების ბირთვი ჩამოყალიბებულია, დანარჩენი კი – გამოჩნდება, თუ ვინ შეძლებს, გააძლიეროს გუნდი, ევროპის ჩემპიონატზე ნაკრების ღირსეული ასპარეზობისათვის.“

მატჩების განრიგი:

web

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები