ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა.
ამის შესახებ ლაიენი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს და ფოტოს ავრცელებს.
როგორც ის აღნიშნავს, ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია,“- წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
