LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპული მეგაპოლისის შუქნიშნებს Google მართავს

153
Traffic lights over urban intersection. Red light

ათენში „ჭკვიანი“ შუქნიშნების მართვას Google დაიწყებს. საბერძნეთის დედაქალაქი გადატვირთული გზებით და საცობებით ძალიან დაიღალა, ამიტომ ხელისუფლებამ მოძრაობის განტვირთვა ტექნოლოგიების დახმარებით გადაწყვიტა. ჩინოვნიკების ნებართვით ამერიკულმა კორპორაცია Google-მა გადამცემებზე წვდომა მიიღო და შუქნიშნების მართვა დაიწყო.

Google-ის მონაწილეობა ათენელებს გზებზე მაქსიმალურად ნაკლები დროის გატარების საშუალებას მისცემს. გარდა ამისა, უფრო ზუსტი გახდება Google-ის რუკების მუშაობაც და ადგილობრივები მარშრუტებსაც უკეთ განსაზღვრავენ.

ათენში 3,8 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და გზებზე ხშირი საცობები ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g