10 ნოემბერს, მანჩესტერში, MTV ევროპის 30-ე, საიუბილეო მუსიკალური დაჯილდოება გაიმართება.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ წაიყვანს ცერემონიას, რომელიც შარშან, ისრაელ-ჰამასის ომის გამო დაქენსელდა.
ღონისძიების სრული ლაინაფის გამოცხადებამდე, იმ არტისტთა მოკლე სია გამოცხადდა, რომლებიც შოუზე იმღერებენ. ამ დროისთვის, პერფორმერთა შორის არიან: რეი, შონ მენდესი, ბენსონ ბუნი, ტედი სუიმსი და The Warning. რას შეასრულებენ ისინი, ამ ეტაპზე უცნობია.
აღსანიშნავია, რომ ბენსონ ბუნი, ტედი სუიმსი და The Warning MTV Europe Music Awards-ზე პერფორმანსებს პირველად გამართავენ.




