LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროპული საბჭო იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“ – ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს

149
ევროპული საბჭო

ევროპული საბჭო 19 დეკემბრის სამიტის შესახებ დასკვნას აქვეყნებს, სადაც საქართველოზეც არის საუბარი.

საბჭო „იმეორებს თავის სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების მიმართ, რომელიც ეწინააღმდეგება ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული“. ევროპული საბჭო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე, შეაჩეროს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი 2028 წლამდე:

„ევროპული საბჭო მკაცრად გმობს ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ. საქართველოს ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას და თავი შეიკავოს ძალის გამოყენებისგან. ძალადობის ყველა აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელმა პირებმა აგონ პასუხი. ევროპული საბჭო ხაზს უსვამს ევროკავშირის მზადყოფნას, მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და ქვეყნის [ევროკავშირში] გაწევრიანების გზას, თუკი საქართველოს ხელისუფლება შეცვლის თავის დღევანდელ ქმედებებს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართველ სამართალდამცველებს, მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვებს უწესებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g