საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია შვეიცარიიდან, ავსტრიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან სამოგზაურო და სათხილამურო მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს.

Neue Zürcher Zeitung-ის, Powderguide-ის, ki Actu-ს, MK Sport-ის, Snowboard International Magazine-ისა და Sidetracked Magazine-ის ექვსი ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი სვანეთს ესტუმრა. მათ სვანეთის სამთო კურორტები დაათვალიერეს და მესტიაში ზამთრის ფესტივალს „გიზ-გიზი“ დაესწრნენ. უცხოური მედიის წარმომადგენლები სვანეთში მიმდინარე ფრირაიდის მსოფლიო ტურს აშუქებენ.

პრესტურის მონაწილეები საქართველოს ზამთრის ტურისტული მიმართულების, სამთო სპორტის, ქართული კულტურისა და სამზარეულოს შესახებ სტატიებსა და ვიდეო რგოლებს ამზადებენ.