„ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი სასიამოვნო სიურპრიზი იქნება საზოგადოებისთვის და ერთ-ერთი ფავორიტი საპრეზიდენტო არჩევნებში, – ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთარ კახიძემ განაცხადა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
კახიძის განმარტებით, პარტიაში მიმდინარე კონსულტაციები დასკვნით ფაზაშია და კანდიდატის ვინაობა ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არ აკონკრეტებს, მათი კანდიდატი პარტიის შიგნით შეირჩა თუ მის გარეთ, მაგრამ აღნიშნავს, რომ ის აქტიურ პოლიტიკაშია.
„ევროპულ საქართველოს“ ეყოლება ძალიან ძლიერი კანდიდატი. პარტიაში აქტიური კონსულტაციები დასკვნით ფაზაშია და 21 ივლისს, საზოგადოებისთვის მისი ვინაობა გახდება ცნობილი. 3 კანდიდატს შორის მიმდინარეობს მსჯელობა, თუმცა გამოკვეთილია სავარაუდო კანდიდატი,” – განაცხადა ოთარ კახიძემ.