ევროპული კომპანიები კიბერშეტევების შედეგად მილიონობით დოლარით დაზარალდნენ. ბრიტანული კომპანიის „WPP“-ის ინფორმაციით, ჰაკერებმა ბოლო პერიოდში რამდენიმე სერიოზულ მწარმოებელს შეუტიეს და ყველაზე მეტად რუსეთი, უკრაინა, საფრანგეთი და რამდენიმე სხვა ქვეყანა დაზარალდა. ჰაკერები უძლიერეს ვირუს WannaCry-ის იყენებენ და მისი საშუალებით ოპერაციული სისტემები 74-მდე ქვეყანაში დააზიანეს.
როგორც ცნობილია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 45 ათასი კიბერშეტევა განხორციელდა და საშიში ვირუსი პირველად 12 მაისს გამოჩნდა. დამნაშავეები კი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.