LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპულმა საქართველომ და თავისუფლების ინსტიტუტმა ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანეს – რას ასაჩივრებს პარტია

85
სარჩელი ფინანსთა სამინისტროში

თავისუფლების ინსტიტუტის დირექტორმა, სალომე ხვადაგიანმა და ევროპული საქართველოს წევრმა, ბესო დონაძემ აუდიტის მიკერძოებული დასკვნის შესახებ ფინანსთა სამინისტროში საჩივარი შეიტანეს

მათი თქმით, აუდიტორმა, მისი გულგრილი დამოკიდებულებითა და დოკუმენტაციის არასრულად შესწავლით, შესაძლებელი გახადა ისნის გამგეობას გამარჯვება მიენიჭებინა შეუსაბამო და დარღვევების მქონე კომპანიისთვის. სახეზეა აუდიტის მიერ არაკეთილსინდისიერი მუშაობა, რაც კორუფციული გარიგების ეჭვს აჩენს.

„ისნის გამგეობის მიერ გამოცხადებულ კონკურსში გაამარჯვებინეს კომპანიას, რომელსაც აქვს ხარვეზული დოკუმენტაცია, მაგრამ კარგი და ახლო კავშირები ქართულ ოცნებასთან. ჩვენ ამაზე ბრიფინგი გვქონდა, სადაც კორუფციის რისკებზე ვისაუბრეთ და მეორე დღესვე ეს გადაწყვეტილება უკანვე წაიღეს, რაც არის ძალიან მისასალმებელი, თუმცა ჩვენი კითხვა მდგომარეობს შემდეგში: როგორ ხდება რომ ასეთი ხარვეზიანი დოკუმენტით შესაძლებელია კონკურსში გამარჯვება, თან ამ დოკუმენტმა გაიარა სხვადასხვა ფილტრი, მათ შორის სატენდერო კომისიამ შეამოწმა, ასევე არის აუდიტორის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ეს ხარვეზული დოკუმენტი არის სწორი და შეესაბამება პირობებს.

ამიტომ ჩვენ ფინანსთა მინისტრის სახელზე შემოგვაქვს აქ საჩივარი და ვითხოვთ ამ კონკრეტული აუდიტორის საქმიანობის შესწავლას, ხომ არ აქვს ადგილი კორუფციულ გარიგებას, როდესაც თავისიანს მისთვის მორგებულ დასკვნას უწერენ. ამიტომ ვითხოვთ საქმის შესწავლას და ამ შესწავლის პერიოდში შეუჩერდეს აუდიტორს თავის საქმიანობა.“ – სალომე ხვადაგიანი

„კომპანიის გამარჯვება განაპირობა აუდიტორის დასკვნამ, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ დოკუმენტაციაში ყველაფერი არის შესაბამისობაში. აუდიტორები წარმოადგენენ ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო რეესტრში გატარებულები არიან და აფასებენ ქონების ღირებულებას, მაგალითად ძალიან ხშირად გვაქვს შემთხვევები, როდესაც ხშირად ჩნდება კითხვის ნიშნები თუ რატომ შეფასდა ასე იაფად კონკრეტული რამ. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც აუდიტორულ დასკვნებს წერენ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანები იყვნენ მიუკორძოებლები და კვალიფიციურ დასკვნებს წერდნენ. შესაბამისად, ამ დასკვნაში, რომელიც ვინმე ივანე გაჩეჩილაძეს აქვს წარმოდგენილი, არის ძალიან ბევრი შეცდომა და ამ გულგრილობის, ზერელი დამოკიდებულებისთვის აუცილებლად უნდა აგოს ამ ადამიანმა პასუხი. ჩვენ მივმართავთ ფინანსთა სამინისტროს, რომ საქმის გამოკვლევამდე შეუჩერდეს ამ ადამიანს საქმიანობა.“ – ბესიკ დონაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები