„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა.
როგორც პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარტიას 12 მუნიციპალიტეტში საკუთარი კანდიდატი ეყოლება , 300-ზე მეტ ოლქში კი ოპოზიციასთან შეთანხმებულ კანდიდატს დაუჭერენ მხარს.
პარტიის კანდიდატი ხონში – ზურა ჯიბუხაია, თერჯოლაში კი ზურაბ ბუცხრიკიძე იქნებიან.
გიგა ბოკერიას განცხადებით, ხონსა და თერჯოლაში სხვა ოპოზიციური პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ.
რაც შეეხება დანარჩენ მერობის კანდიდატებს, ესენი არიან:
გორი – ეთერ ჯალაღონია;
ახალციხე – ზურაბ სადათიერაშვილი;
ახალქალაქი – არაენ კარაპეტიანი;
მარნეული – ახმედ იმამკულიევი;
სამტრედია – ჟუჯუაბა ფოფხაძე;
კასპი – აკაკი (კახა) გეჯაძე;
ამბროლაური – მაია კაციტაძე;
თეთრიწყარო – ნინო დავითაშვილი;
მუნიციპალიტეტები, სადაც „ევროპული საქართველო“ მხარს დაუჭერს შეთანხმებულ კანდიდატებს:
- ქუთაისი
- ბათუმი
- ზუგდიდი
- თელავი
- რუსთავი
- წყალტუბო
- მარტვილი
- ქობულეთი
- ხულო
- ასპინძა
- ახმეტა
- გურჯაანი
- დმანისი
- ლანჩხუთი
- მესტია
- ჭიათურა
შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაა წარდგენილი.