LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროპულმა საქართველომ” თაბორის მთაზე საკრებულოს გადაწყვეტილება გააპროტესტა

98

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა საკრებულოს ბოლო გადაწყვეტილება თაბორის მთაზე გააპროტესტეს. ელენე ხოშტარიას განცხადებით, საკრებულომ გუშინ თაბორის მთის მიმდებარე ტერიტორიას რეკრიაციული ზონის სტატუსი შეუცვალა, რაც ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა შესაძლებელი იქნება.მისივე თქმით, შემდგომი ნაბიჯი ტერიტორიის ბიძინა ივანიშვილისთვის გადაცემაა.

„დღეს ეს ადგილი გვეკუთვნის ჩვენ და საკრებულომ გუშინ გადაწყვიტა, რომ ამ ადგილზე, იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა და მოუნდა, რომ თავისი ეზო გაიფართოვოს, ბიძინა ივანიშვილის და კალაძის მორჩილებით დაუშვა ის, რომ აქ დაიწყოს მშენებლობები და ძალიან მალე უმზადებს საკუთრებაში სიმბოლურ ფასად გადაცემას, რომ წაგვართვან თბილისელებს ჩვენი კუთვნილი ადგილები,“ – აცხადებს ელენე ხოშტარია.

„ევროპული საქართველოს“ წევრების განცხადებით, ხვალ 18:00 საათზე ისინი პუშკინის სკვერში საკრებულოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.

პუშკინის სკვერთან მიწის ნაკვეთსა და თაბორის მთაზე 5 000 კვ.მეტრი ფართობის ტერიტორიისთვის ზონალურ ცვლილებას, საათნახევრიანი დაპირისპირების შემდეგ, თბილისის საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა. ამ გადაწყვეტილების გამო სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, რომლის დროსაც ნაციონალური მოძრაობის წევრები დააკავეს.

mazda magti 5g