LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს პრეზიდენტი უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარს უჭერს

81
Untitled design (1)

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარს უჭერს.

ამის შესახებ შარლ მიშელი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს:

“მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ქვეყანას დაეხმარება ძირითადი სერვისების მიწოდებასა და მოქალაქეთა დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებაში”, – წერს შარლ მიშელი.

მორიგ “ტვიტში” ევროსაბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ მან უკრაინის პრეზიდენტთან ერთად განიხილა, თუ როგორ შეუძლიათ გაზარდონ კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი:

“განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები”, – წერს შარლ მიშელი.

ზელენსკი: შარლ მიშელთან ომის საწინააღმდეგო კოალიციის გაძლიერება განვიხილე

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

mazda magti 5g