LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში განხილულ საარჩევნო ანგარიშში, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი, რომ არჩევნები ჩატარდა თავისუფალ გარემოში: კობახიძე

67
FORTUNA.GE- (1)

“კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი იმას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში. ასევე დამტკიცდა მონიტორინგის ანგარიში, სადაც წარმოდგენილია რეკომენდაცია საქართველოსთან დაკავშირებით და ეს ასახავს ჩვენს სულისკვეთებას.” – მმართველი გუნდის ლიდერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ტინი კოქსის მიერ წარმოდგენილი საარჩევნო ანგარიში კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში.

ირაკლი კობახიძე  ამ დღეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან დღეს უწოდებს და იმ საკითხებზე საუბრობს, რომელიც რეკომენდაციების სახით შემუშავდა:

“საუბარია იმაზე, რომ ყველა დარღვევა, რომელიც გამოვლინდა ამ არჩევნებში, უნდა იყოს აუცილებლად გადამოწმებული და სწორედ ამისთვის ვთავაზობთ ჩვენ ოპოზიციას, საგამოძიებო კომისიის შექმნას და ასევე, არის ძალიან მკაფიო მოწოდება ოპოზიციის მიმართ, რომ ისინი უნდა შევიდნენ პარლამენტში და დაიწყონ საპარლამენტო მუშაობა. ჩვენ კვლავაც ვიტოვებთ იმედს, რომ ოპოზიცია ყურად იღებს ევროსაბჭოს ასეთ მკაფიო განცხადებას.

გარდა ამისა, ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, სადაც განვიხილეთ თანამშრომლობის პერსპექტივები ჩვენს დელეგაციას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის.

დღეს ასევე განხილული იყო ვიცე-პრეზიდენტების საკითხი და მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორე ვადით, დამტკიცებული ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე.” – აცხადებს კობახიძე.

mazda magti 5g