13 მაისის შვეიცარიაში „ევროვიზია 2025” ოფიციალურად გაიხსნა. საქართველო ევროპულ ფესტივალზე, მეორე საკონკურსო დღეს, 15 მაისს წარსდგა. მარიამ შენგელიამ, ანსამბლ „ერისიონის” მოცეკვავეებთან ერთად სიმღერა Freedom შეასრულა, თუმცა სამწუხაროდ ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. ამჯერად „ევროვიზიის” მონაწილეთა შორის 26 ქვეყანაა, რომელთ შორის მაყურებელმა და ჟიურიმ ერთი გამარჯვებული უნდა გამოავლინოს. ფინალი 17 მაისს არის დაგეგმილი. ბუკმეკერები აქტიურად აახლებენ ფავორიტთა სიას და ასე მოხდა მეორე ნახევარფინალის დასრულების შემდეგაც.
ახლა „ევროვიზია 2025“-ის ფავორიტად, შვედური ჯგუფი KAJ მოიაზრება სიმღერით Bara bada bastu, ჯგუფს მოგების 39 პროცენტიანი შანსი აქვს. მას მოსდევს ავსტრიის წარმომადგენელი JJ სიმღერით Wasted Love. მესამე პოზიციაზე, ბუკმეკერების აზრით, არის მუსიკოსი Claude სიმღერით C’est La Vie. შედარებით ნაკლები მოგების შანსი აქვთ, თუმცა მაინც ფავორიტებში არიან საფრანგეთის წარმომადგენელი, ლუან ემერა და ისრაელის წარმომადგენელი, იუვალ რაფაელი.