LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ევროვიზიის“ გამარჯვებული უკრაინელი შემსრულებელი ჯამალა თბილისში იმღერებს: „ქართველი პოლიტიკოსების საკამათო ქმედებების მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა“

198
jamala

11 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის მხარდასაჭერი გრანდიოზული კონცერტი გაიმართება, სადაც „ევროვიზიის“ გამარჯვებული უკრაინელი შემსრულებელი, ჯამალაც მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ის თავად წერს სოციალურ ქსელში:

„დღეს საღამოს თბილისში განსაკუთრებული ღონისძიება იმართება. მე ვიმღერებ ჩემს ორ მშობლიურ ენაზე, უკრაინულად და ყირიმულ თათრულად. ჩემი მეგობრები და შვილებიც იქ იქნებიან.

ვიმედოვნებ, რომ მალე იმავე შოუს ჩავატარებთ კიევში, ჩვენი გამარჯვების აღსანიშნავად, ამდენ ნიჭიერი ქართველ არტისტთან ერთად.

მინდა აღვნიშნო, რომ ქართველი პოლიტიკოსების საკამათო ქმედებების მიუხედავად, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდითაა. ადამიანები გამოდიან აქციებზე, ორგანიზებას უწევენ საქველმოქმედო ღონისძიებებს… ისინი ჩვენ გვერდით არიან!

დღეს საღამოს. უკრაინისთვის გაიმართება საქველმოქმედო მარათონი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ბევრი სხვა.

თბილისის საკონცერტო დარბაზში, ათის ნახევარზე… გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა გადაირიცხება უკრაინის დასახმარებლად“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები