LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ევროვიზიის” გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა თასი 900 000 დოლარად გაყიდა და თანხას უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გადასცემს

144
ევროვიზიისგამარჯვებული

“ევროვიზიის” წლევანდელმა გამარჯვებულმა უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra, საქველმოქმედო აუქციონზე კონკურსში მიღებული თასი 900 000 დოლარად გაყიდა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის 3 “დრონს” შესაძენად გამოიყენებენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“მეგობრებო, თქვენ წარმოუდგენელები ხართ! ჩვენ მადლობელი ვართ თითოეული თქვენგანის, ვინც ამ აუქციონზე შემოწირულობა გააკეთა და განსაკუთრებით, Whitebit-ის გუნდის, რომელმაც თასი 900 000 დოლარად შეიძინა და ახლა, ჩვენი თასის მფლობელი გახდა. დიდება უკრაინას, დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს”, – წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g