„ევროვიზიის“ წლევანდელ კონკურსს ჯასტინ ტიმბერლეიკი დახურავს, ამის შესახებ კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა განაცხადა.
9 „გრემისა“ და 4 „ემის“ მფლობელი მომღერალი 14 მაისს ჰიტს „Can’t Stop theFeeling“ შეასრულებს. „ევროვიზიის“ ორგანიზატორების განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ფაქტი, რომ კონკურსის ფარგლებში პირველად იმღერებს ამ დონის ვარსკვლავი.