LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

exhibitions.gnta.ge – ახალი პლატფორმა ტურისტული სექტორისთვის

168
ტურიზმის ადმინისტრაცია

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო სექტორისთვის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მისაღებად ახალი ონლაინ პორტალი exhibitions.gnta.ge შექმნა.

ახალი პლატფორმა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველებს რეგისტრაციაში დაეხმარება. ამასთან, ონლაინ პორტალი დაფუძნებულია ალგორითმზე, რომელიც გამოფენების მონაწილეებს სამართლიანი და გამჭვირვალე გზით გამოავლენს.

შეგახსენებთ, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მსურველი საქართველოს რეზიდენტი ტურისტული კომპანიებისა და სასტუმროებისთვის თანადაფინანსების მექანიზმი აქვს შემუშავებული.

magti 5g