LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეზო პირველი დღიდან ღიად უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში ყველას გვიწევს და მოგვიწევს რაღაცის დათმობა“ – Ezo Festival-ის გახსნა გადაიდო

165
Ezo Festival

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საპასუხუდ, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის – Ezo Festival-ის გახსნა, რომელიც Mzesumzira Community-ის ორგანიზებით, მთაწმინდაზე 2015 წლიდან იმართება, გადაიდო.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორების მიერ სოციალური ქსელით გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, 7 ივნისის გახსნის ღონისძიება გაუქმდა და ამ თარიღის ნაცვლად, 5 ივლისამდე გადავადდა.

„სამწუხაროდ, მძიმე და არაპროგნოზირებადი რეალობა ამ ეტაპზე არ გვაძლევს საშუალებას შევქმნათ ფესტივალის გახსნისთვის შესაფერისი გარემო და შესაბამისად, ეზო 2024 იმ ფორმით, რა ფორმითაც ის დაგეგმილი იყო, ვერ სრულდება.

ფესტივალის განახლებული რიცხვებია 5 ივლისი, 19 ივლისი და 6 სექტემბერი.

ეზო პირველი დღიდან ღიად უერთდება საზოგადოებრივ პროტესტს, და კარგად გვესმის, რომ ამ ბრძოლაში ყველას გვიწევს და მოგვიწევს რაღაცის დათმობა.

თუმცა, გვინდა გამოვიყენოთ შანსი და ვილაპარაკოთ ადგილობრივი კლუბებისა და ფესტივალების გამოწვევებზე, რომლებიც ყველა კრიზისის ფონზე მასშტაბურად ზარალდებიან.

განსხვავებით მომხმარებლისგან, რომელიც მაშინ ერთობა, როცა ეს მისთვის მიზანშეწონილია, ჩვენი ინდუსტრია არის უამრავი ადამიანის სამსახური და შემოსავლის წყარო. და ჩვენ პირველ რიგში, ამ ადამიანების წინაშე ვართ პასუხისმგებელნი.

აქედან გამომდინარე, გვინდა, საზოგადოებისთვის უფრო გასაგები გახდეს და მეტი ემპათიით მოეკიდოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც პირდაპირ აისახება უამრავი ადამიანის ეკონომიკურ რეალობაზე.

სოლიდარობას ვუცხადებთ გართობის ინდუსტრიაში მომუშავე ყველა ადამიანს, რომელიც გარდაუვლად ზარალდება მიმდინარე და მომდევნო თვეების განმავლობაში, იმის მიუხედავად უქმდება, თუ ტარდება მათი დაგეგმილი ღონისძიებები.

„ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ დღეებში ფესტივალის ჩატარება. ჩვენი სრული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული მომავლისთვის მებრძოლ თითოეულ ადამიანს!“ – 4GB ფესტივალი გაუქმდა

როგორც 4GB-ის სოციალური ქსელით გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებაა. 4GB საზოგადოებას მხარდაჭერას უცხადებს.

ამ კრიზისულ მომენტში, ჩვენ ასევე გვაკისრია ვალდებულება საზოგადოების წინაშეც და ვთვლით, რომ ჩვენი ინდუსტრიის დანიშნულება ადამიანების სასიცოცხლო ენრეგიის განახლებაა, რომელიც ახლა განსაკუთრებულად გვჭირდება.

ამიტომ გამოწვევების მიუხედავად, ვცდილობთ, გავნაგრძოთ არსებობა და ვემზადებით 5 ივლისს ფესტივალის გახსნის მასპინძლობისთვის.

7 ივნისის ბილეთების დაბრუნებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და 5 ივლისის ღონისძიების შესახებ დეტალებს მალე გამოვაქვეყნებთ.

ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის.“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ქვეყენაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ, გვიწევს ეზო ფესტივალის 7 ივნისის გახსნის ღონისძიების გაუქმება და მისი გადატანა…

Posted by eZo Festival on Wednesday 29 May 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები