სოციალურ ქსელ Facebook-სა და ფოტოსერვის Instagram-ის ხელმძღვანელობა ბლოგერებს რეკლამის მოგების ნაწილს გადაუხდის. ამის შესახებ Facebook-ის გლობალური მარკეტინგის გადაწყვეტილებების ვიცე-პრეზიდენტმა, კეროლინ ევერსონმა ისაუბრა.
ინიციატივა მედიასა და ცნობილ სახეებს შეეხება, რომლებიც ონლაინ საინტერესო კონტენტს აზიარებენ. კერძოდ კი, ბონუსები მსოფლიო შოუ-ბიზნესისა და სპორტის სამყაროდან შექმნილ პოპულარულ პოსტებს შეეხება.
ევერსონის თქმით, კომპანიას სურს, მოტივირებული ბლოგერების შრომა დააფასოს.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა იმის შესახებაც, რომ რეიტინგული პოსტებისთვის Facebook ასევე ფულს გადაგიხდით.