Facebook ახალი ამბების კლასიფიკაციას განსაზღვრავს.
აღსანიშნავია, რომ News Feed იმ ვებგვერდებს დაბლოკავს, რომელთაც ორიგინალიდან მოპარული მასალები აქვთ.
სოციალურ ქსელში აღნიშნავენ, რომ სიახლე Facebook-ზე ახალი ამბების მიმართ სანდოობას გაზრდის.
შეგახსენებთ, რომ გაზაფხულზე Facebook-მა სანდოობის მიხედვით მედიასაშუალებების დახარისხება დაიწყო, ცოტა ხანში კი მომხმარებლების სანდოობის განმსაზღვრელი მექანიზმი შემოიღო.