LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-ის რევანში პორნოგრაფიას

53

Facebook-ი პორნოგრაფიის წინააღმდეგ ახალ კამპანიას იწყებს. კომპანიის გადაწყვეტილებით, გამკაცრებული წესები შეეხება ყველას ვინც ავრცელებს პორნოგრაფიას და მათაც, ვინც პორნოგრაფიის შემცველ პოსტებს საკუთარ კედელზე აზიარებს. თავდაპირველად, აღნიშნული გადაწყვეტილება შეეხო Instagram-ს, რადგან სტატისტიკურად ყველაზე მეტი პორნოგრაფიული თემატიკის კონტენტი სწორედ ამ პლათფორმაზე იყო.

Facebook-ის ოფიციალური წარმომადგენლობა აცხადებს, რომ Messenger-ისა და Instagram-ის მეშვეობით პორნოს გავრცელება უფრო გამკაცრდება, ხოლო თავად Facebook-ში დაიბლოკება როგორც კონტენტის ავტორი, ასევე მისი გამზიარებელი. ახალი გადაწყვეტილება არ შეეხო კომპანიის საკუთრებაში არსებულ მესენჯერს – WhatsApp-ს. სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ იქნა მიღებული, რომ WhatsApp-ი პერსონალურ ნომრებზე დაფუძნებული სერვისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები