სოციალურმა ქსელმა, Facebook-მა 2015 წელი შეაჯამა. როგორც გაირკვა მიმდინარე წლის ყველაზე აქტუალური თემა აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები გახდა, მეორე ადგილი პარიზის 13 ნოემბრის ტერაქტმა დაიკავა, მესამე პოზიციაზე კი სირიის სამოქალაქო ომი და დევნილების მასობრივი მიგრაციის პრობლემა განთავსდა. განხილვადი თემების სათავეში მოხვდა ასევე ნეპალის მიწისძვრა, „ისლამური სახელმწიფო“, საბერძნეთის კრიზისი და ა.შ.
ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსები აღმოჩნდნენ ბარაკ ობამა და დონალდ ტრამპი. ყველაზე პოპულარული მომღერლები კი – ედ შირანი, ტეილორ სვიფტი და კანიე უესტი. წლის განხილვადი სპორსტმენი მოკრივე ფლოიდ მეივეზერი გახდა, მეორე ადგილზე კი მისი კოლეგა მენი პაკიაო გავიდა.
ყველაზე პოპულარული ფილმი „ვარსკვლავური ომები“ გახდა, სერიალი კი – „სამეფო კარის თამაშები“.