LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა ახალი სათამაშო პლათფორმა წარმოადგინა

32

დაახლოებით 2 თვის წინ, ინტერნეტში გამოჩნდა ანონსი, რომლის მიხედვიტაც გაირკვა, რომ კომპანია Facebook-ი სცდება სოციალური ქსელის საზღვრებს და ახალი სათამაშო პლათფორმის შექმნისთვის ემზადება. ახალი სერვისის სახელია – Gameroom.

ახალი პლათფორმა პრესაში პირდაპირ Steam-ის კონკურენტად დაასახელეს. სერვისი ერთნაირად თავსებადი იქნება როგორც მობილურის ისე ბრაუზერის თამაშებისთვის.

Facebook-ი აქტიურად მუშაობს ძველი თამაშების მწარმოებლების მხარდასაჭერად. ამერიკული გიგანტის მიზანია, პარტნიორების სოციალურ ქსელში უკვე არსებული თამაშების ახალ პლათფორმაზე პორტირება. სოციალური ქსელის გრანდიოზულ პროექტში ასევე ჩართულია ცნობილი თამაშების მწარმოებელი – Unity.

 

Gameroom-ის შემქმნელები თამაშების შიდა-გადახდების სისტემის ხარჯზე მოახდენენ ფასიანი სერვისების გავრცელებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები