LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის განხორციელება აუკრძალა

88
facebook

Facebook-მა რუსულ სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის განთავსება და მონეტიზაციის განხორციელება მთელი მსოფლიოს მასშტაბით აუკრძალა.

ამის შესახებ სოციალური ქსელის უსაფრთხოების პოლიტიკის განყოფილების უფროსმა ნათანიელ გლეიჰერმა განაცხადა.

„ვუკრძალავთ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებს რეკლამის ჩვენებას და ჩვენს პლატფორმაზე მონეტიზაციის განხორციელებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს ცვლილებები უკვე შედის ძალაში და ამ მიმართულებით მუშაობა შემდგომ დღეებშიც გაგრძელდება“, – განაცხადა გლეიჰერმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები