LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფადი ასლი: ბიზნესის დაცვაზე ივანიშვილის სიტყვები მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა

141
1484052736781818

ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში ბიზნესის და საინვესტიციო კლიმატის ნომერ პირველ ვალდებულებად და დაბრკოლებად გადაიქცა, – ამის შესახებ აღნიშნულია ღია წერილში, რომელითაც საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ფადი ასლი საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართავს.

ასლის თქმით, გასული 21 წლის განმავლობაში ის ყოველდღიურად ხედავდა, თუ როგორ იყენებდა მთავრობა სისტემატურად სახელმწიფო აპარატს ბიზნესმენების ამოსაძირკვად, დასასუსტებლად და დასაშანტაჟებელად.

„2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მე, როგორც საქართველოს მოქალაქემ, ხმა მივეცი „ქართულ ოცნებას“ და 2012 წლის 5 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილთან შეთანხმებით გავმართეთ ჩვენი ბიზნესსაზოგადოების პირველი შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან. ამ შეხვედრის დროს ბატონი ივანიშვილი ბიზნესსაზოგადოებას დაჰპირდა ძალადობისა და ზეწოლისაგან დაცვას. სამწუხაროდ, მისი სიტყვები იმავე დღეს – მზის ჩასვლასთან ერთად გარდაიცვალა“, – წერია ფადი ასლის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g