„ფაიზერის“ 2 მილიარდი დოზა მომდევნო 18 თვის განმავლობაში საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებს გაეგზავნებათ.
დაპირება „ფაიზერის“ ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ რომში გამართულ ჯანდაცვის სამიტზე გასცა.
„კომპანიები „ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ მათ მიერ ერთობლივად შექმნილი კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ დოზას საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებს მიმდინარე წლის ბოლომდე, კიდევ 1 მილიარდს კი – მომავალ წელს გაუგზავნიან.
„ფაიზერი“ და „ბიოენტექი“ იძლევიან დაპირებას, რომ მომდევნო 18 თვის განმავლობაში ვაქცინის 2 მილიარდი დოზა საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებს გაეგზავნებათ“, – განაცხადა არბერტ ბურლამ.