LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ და „მოდერნას“ გამოყენების შემდეგ მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება: ბიძინა კულუმბეგოვი

531
ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს, რომ „ფაიზერის“ და „მოდერნას“ ვაქცინის გამოყენების შემდეგ მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება. მისი განცხადებით, ამის თქმის საფუძველს ამერიკაში ჩატარებული კვლევა აძლევს.

„ამერიკაში ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ mRNA ვაქცინების (ფაიზერი, მოდერნა) გამოყენების შემდეგ სპერმის ხარისხს და შესაბამისად მამაკაცის განაყოფიერების უნარს არაფერი ემუქრება! ლოკალურ და საერთაშორისო ანტივაქსერებს კიდევ ერთი დიდი იარაღი ხელიდან გამოეცალათ, ვწუხვარ“, – წერს კულუმბეგოვი.

magti 5g