პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველო Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს. ამ თემაზე ღარიბაშვილი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს ესაუბრა.
ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ალბერტ ბურლასთან სატელეფონო საუბრისას ვაქცინის დამატებით მილიონი დოზის მოწოდების საკითხი განიხილა.
„ვისაუბრეთ საქართველოში Pfizer-ის დამატებითი დოზების მიღების კუთხით ლოჯისტიკურ და ტექნიკურ მზადყოფნაზე, მათ შორის ულტრა ცივი ჯაჭვის სისტემის კუთხით, ასევე – ვაქცინაციის პროცესის მიმდინარეობაზე. აღვნიშნე, რომ Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში მაღალი სანდოობით სარგებლობს.
ზუსტი ინფორმაცია გვაქვს, რომ "ფაიზერის" მილიონამდე დოზას მივიღებთ: ტიკარაძე
"წარმატებით მიმდინარეობს "სინოფარმთან" მოლაპარაკება, კომპანია ივნისში დამატებით 250 ათას დოზას არის დაპირებული" - ჯანდაცვის მინისტრი.
ყურადღება გავამახვილეთ ვაქცინაციის ეროვნულ გეგმაზე, რომელიც წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას ისახავს მიზნად და ამისთვის ვაქცინის შესაბამისი დოზების დროულად მობილიზების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე.
მადლობას ვუხდი Pfizer-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და აღმასრულებელ დირექტორს თანამშრომლობისთვის და მჯერა, მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, ჩვენი ქვეყანა Pfizer-ის დამატებით დოზებს რაც შეიძლება მოკლე ვადაში მიიღებს“. – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
