LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ ვაქცინის არსებულ მარაგებს ვადა გაუვიდა – მოქალაქეებს მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინებზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ

117
ფაიზერის ვაქცინა

მარტის ბოლოს „ფაიზერის“ ვაქცინის არსებულ დოზებს ვადა გაუვიდა და შესაბამისად, ამ ვაქცინით აცრა, ამ ეტაპზე, შესაძლებელი აღარ არის. 

ვაქცინაციის ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე მოქალაქეებს მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინებზე რეგისტრაციის საშუალება აქვთ.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თებერვალში „ფაიზერის“ უწყვეტობის დაპირება გასცა, თუმცა, პირველ აპრილს, უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებული კომენტარის თანახმად, „ფაიზერი“ ხელმისაწვდომი, მომდევნო დღეებშიც არ იქნება.

„სამინისტრომ შეისყიდა „ფაიზერის“ ახალი დოზები, რომელიც მოსახლეობისთვის უკვე მომდევნო კვირის დასაწყისში, მცირე ლოგისტიკური ცვლილების შემდეგ იქნება ხელმისაწვდომი. არსებული დოზების ჩანაცვლება სრულად მოხდება ახლად მიღებული დოზებით და გადავალთ მთლიანად ახალ ლოგისტიკურ სქემაზე.“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

ჯერჯერობით უცნობია ზუსტი რიცხვი, რამდენ დოზა „ფაიზერის“ გაუვიდა ვადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები