LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ პარტიას საქართველო რამდენიმე დღეში მიიღებს: თამარ გაბუნია

539
1613469698-ფაიზერი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ პარტიას საქართველო მომდევნო კვირას მიიღებს. როგორც გაბუნიამ „პირველი არხის“ ეთერში საუბრისას განაცხადა, ზუსტ თარიღს ვერ დაასახელებს, თუმცა ყველას, ვინც ამ დღეებში „ფაიზერის“ ვაქცინისთვის დარეგისტრირება ვერ მოახერხა, ამისი შესაძლებლობა უახლოეს მომავალში მიეცემა.

ჟურნალისტის კითხვაზე, „ორი დღის წინ ქვეყანაში შემოსული „ფაიზერის“ ვაქცინის 28 000 დოზა გაიყო ორ ნაწილად, თუკი მალე შემოვა „ფაიზერის“ მეორე პარტია, რატომ არ შეიძლებოდა, რომ დროის მოგების მიზნით, 28 000-ვე დოზა გამოეტანათ პირველი დოზით ასაცრელი ადამიანებისთვის და მეორე პარტია მეორე დოზისთვის შეენახათ, – გაბუნიამ აღნიშნა, რომ პროტოკოლის მიხედვით, მეორე დოზისთვის გარანტირებული ვაქცინები აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში.

„ფაიზერის“ შემდეგი პარტია რამდენიმე დღეში შემოვა. ვიდრე არ დაჯდება ვაქცინებით დატვირთული თვითმფრინავი აეროპორტში, მანამდე ჩვენ თარიღს ვერ დავასახელებთ. მალე იქნება დამატებითი დოზების მოწოდება იმგვარად, რომ იმ ადამიანებს, ვინც ვერ მოახერხეს დარეგისტრირება, დარეგისტრირდნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ვიდრე ფიზიკურად არ ჩამოვა ვაქცინა ქვეყანაში, მანამდე, პროტოკოლის ნაწილია ისიც, რომ მეორე დოზისთვის გარანტირებული ვაქცინები აუცილებლად უნდა იყოს ქვეყანაში. ამ კუთხით ჩვენ ცუდი გამოცდილება მივიღეთ „ასტრაზენეკასთან“ მიმართებით, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა გვქონდეს გარანტირებული დოზები მეორედ ვაქცინაციისთვის. მოგვისწრებს დამატებითი პარტიები, რაც გააფართოებს ჩვენს შესაძლებლობას, რომ უკვე მეტი ადამიანი მოვიცვათ. ასე რომ, ეს სტანდარტული პროტოკოლია, რომელსაც მივყვებით“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g