LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ფაიზერისა” და “ასტრაზენეკას” “ბუსტერ” პერიოდი 3 თვემდე შემცირდა

72
ვაქცინაც

“ფაიზერსა“ და „ასტრაზენეკაზე“ „ბუსტერის“ პერიოდი 3 თვემდე შემცირდა. აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება იმუნიზაციის საბჭოზე მიიღეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, თუკი აქამდე „ბუსტერ“ დოზა შესაძლებელი იყო „ფაიზერის“ და „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის მეორე დოზიდან 5 თვეში, ხოლო „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინის მეორე დოზის ჩატარებიდან 3 თვეში, ახლა საბჭოს რეკომენდაციაა ნებისმიერი ვაქცინისთვის „ბუსტერ“ დოზის ჩატარება შესაძლებელი გახდეს უკვე მესამე თვიდან.

„2022 წელს ვაქცინაციის გეგმის სამიზნეები გადახედვას საჭიროების. ის დოზები, რომლის მობილიზებაც ქვეყანამ უზრუნველყო, რათა ჩვენ მივაღწიოთ „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ მიერ დასმულ სამიზნეს და დავიცვათ ეპიდვითარება ქვეყანაში, ასევე „ბუსტერ“ დოზების დამცველობით ეფექტზე ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი კეთდება, რადგან „ომიკრონის“ შტამის გავრცელებასთან ერთად, აშკარად იკვეთება „ბუსტერ“ დოზების გაკეთების აუცილებლობა.

„ბუსტერ“ დოზებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება ხვალ აისახება მინისტრის ბრძანებაში და ორშაბათიდან შესაძლებელი იქნება, რომ მოსახლეობამ მესამე თვიდან მიიღოს ვაქცინა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეიცვლება თუ არა სრულად ვაქცინირებულის სტატუსი „ბუსტერ“ დოზის გაკეთების რეკომენდაციის ძალაში შესვლის შემდეგ.

„სრულად ვაქცინირებულის განმარტება ჩვენი ქვეყნის კონტექსტში ემყარება „ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის“ განმარტებას. ჯერჯერობით, ეს ორგანიზაცია სრულად ვაქცინირებულს განმარტავს, როგორც 2 დოზით ვაქცინირებულს, გარდა „ჯონსონის და ჯონსონის“ ვაქცინისა. ეს განმარტება თუ შეიცვლება და ამას დაემატება „ბუსტერ“ დოზის აუცილებლობაც, ჩვენც განვიხილავთ განმარტების გადახედვის საკითხს.

”სინოვაკის“ და „სინოფარმის“ შემთხვევაში ჩვენ მოგვმართავენ მოქალაქეები, ვისაც მოგზაურობისთვის სჭირდებათ ვაქცინაციის სტატუსის შეცვლა. იმ ქვეყანაში, სადაც მიემგზავრებიან აუცილებელი მოთხოვნაა სხვა ვაქცინა, მაგალითად, „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, „ჯონსონი და ჯონსონი“. ამ შემთხვევაში მოქალაქემ გარკვეული მარტივი დასაბუთების საფუძველზე უნდა მიმართოს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც მას თავიდან, ხელახლა ჩაუტარებენ ვაქცინაციას და ამის გაკეთება შესაძლებელია „სინოფარმით“ ან „სინოფარმით“ მეორე დოზის ჩატარებიდან უკვე 1 თვეში – 21 დღე არის საკმარისი ინტერვალი ამის გასაკეთებლად“, – აღნიშნა გაბუნიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები