LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფახულანისა და საბერიოს მონაკვეთზე უკანონო ბორდერიზაცია ხორციელდება – სუსი

141
52

“ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით, სოფელ ფახულანისა და სოფელ საბერიოს მონაკვეთზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია ხორციელდება, კერძოდ ხდება ადრე უკანონოდ გავლებული მავთულხლართების შეცვლა და დამატებითი უკანონო ინსტალაციების აღმართვა,”-ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკეთებს.

სუსი ასევე აღნიშნავს, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას.

ფაქტის შესახებ გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g