LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Falcon 9-მ პლანეტის ინტერნეტით დაფარვა წარმატებით დაიწყო (ვიდეო)

79

კომპანია SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 და ორი საკომუნიკაციო თანამგზავრი Microsat-2a და  Microsat-2b პროექტ Starlink-ის ფარგლებში კოსმოსში გაუშვა. მიზანი – პლანეტისთვის წრაფი ინტერნეტის გადაცემაა.

მომდევნო წლებში ილონ მასკის კომპანია ორბიტაზე სულ 12 000 თანამგზავრს გაუშვებს, თითოეული მათანის წონა 100-დან 500 კილოგრამამდე იქნება.

“არავის უთხრათ, მაგრამ პაროლი “მარსელი” იქნება“, – დაწერა თავის “ტვიტერზე მასკმა.

Falcon 9 ვანდენბერგის საჰაერო ძალების ბაზიდან უკვე აფრინდა და ამ პროცესისთვის თვალის დევნება პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები