LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფანჩატურები, საქანელები, ჰამაკები – მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონა მოეწყობა (ფოტოები)

418
107666173-2756414004631542-3444000064141652937-o

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანაჭარაში, ტურისტულ მარშრუტებზე საპიკნიკე ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკე ზონის მოწყობა ჩირუხის ალპურ ტურისტულ მარშრუტზე იგეგმება, რომელიც საშუალებას მისცემს მოგზაურებს ღია სივრცეში, ბიომრავალფეროვან და ავთენტურ გარემოში განიტვირთონ, დაისვენონ და ულამაზესი პანორამული ხედებით დატკბენ.

ზღვის დონიდან 2,148 მ სიმაღლეზე განთავსებული საპიკნიკე ინფრასტრუქტურა თავისი ჰამაკებით, საქანელებითა და ფანჩატურებით საზაფხულო იაილებზე ტურისტებისთვის რეკრეაციული გარემოს შექმნას შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, მცირე მოსასვენებელი ზონა მოეწყობა ხელვაჩაურსა და ქობულეთშიც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები