LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, წინ გადადგმული ნაბიჯია“ – მაია ბითაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

182
მაია ბითაძე ირაკლი ღარიბაშვილზე

„ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია – ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი “, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, მაია ბითაძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ის, რომ დღეს ასეთი რეზონანსულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება“ ნამდვილად ცდილობს, ქვეყანაში არ იყოს კორუფცია“.

„რეალურად, ემოციურად ნამდვილად მძიმეა ისაუბრო ყოფილი პრემიერ-მინისტრის საქმეზე, ამ შემთხვევაში, უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაზე. ყველა კითხვას, ბუნებრივია, გამოძიებამ უნდა გასცეს პასუხი.

იმედი მაქვს, რომ გამოძიების მიმდინარეობის და სასამართლო პროცესების პარალელურად, სრულად გვექნება საშუალება იმისა, რომ მოვისმინოთ დეტალები, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ახსნა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რომ ჩვენ მოვისმინეთ, იგი სრულად თანამშრომლობს გამოძიებასთან.

ფაქტი ნამდვილად ძალიან მძიმეა, როგორც ემოციურად, ისე პოლიტიკურად, თუმცა ის, რომ ის უკვე თანამშრომლობს გამოძიებასთან, შეიძლება ითქვა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯია იმისთვის, რომ სრულიად გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად წარიმართოს მთელი ის პროცესი, რასაც ამ საქმესთან დაკავშირებით წარმართავენ ძალოვანი სტრუქტურები“, – განაცხადა ბითაძემ.

შეგახსენებთ, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა.

„არავის წინააღმდეგ არ მიმიცია ჩვენება…“ – რა თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც მას 1 მილიონის ოდენობის გირაო შეეფარდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g