LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა

106
გზა

ფარავნის უღელტეხილზე ტრაილერებისთვის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიზეზი ქარბუქის საშიშროებაა.

მათივე ცნობით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე ქარბუქის საშიშროების გამო, ყოველდღე 20:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

magti 5g